საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დასკვნით ფაზაშია. სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები თავდაცვის მინისტრმა გორის რაიონში დღეს პირადად მოინახულა.
ირაკლი ალასანია V ქვეითი ბრიგადის ბაზას ესტუმრა. სამხედრო ბაზაზე შენობა-ნაგებობების სარემონტო სამუშაოები და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ინტენსიურად მიმდინარეობს. სამხედრო მოსამსახურეებისთვის შენდება სასადილოები და საკონტროლო-გამშვები პუნქტი. თავდაცვის მინისტრს სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის, ასევე, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მშენებლებმა მიაწოდეს. მათი თქმით, თვის ბოლოს რესტავრირებული და ახლად აშენებული სასადილოების გახსნა იგეგმება.