ვტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ფაქტი წუხელ, გვიან ღამით გორში მოხდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები I კლასის რიგითი რომან არაქელოვი და სერჟანტი ომარ დარჩიძე დათხოვნაში იმყოფებოდნენ. ფეხით მოსიარულეებს ცხინვალის გზატკეცილზე ავტომანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც ორივე მათგანი გარდაიცვალა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. არაქელოვი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლის ივლისიდან, დარჩიძე კი 2005 წლის აპრილიდან ირიცხება. ისინი საკონტრაქტო სამსახურს გადიოდნენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახებს.