თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებისთვის კონცერტი გაიმართა. ეროვნული გვარდიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში ქართულმა ანსამბლებმა - „იბერი", „თბილისი" და „ქუჩის მუსიკოსები" მიიღეს მონაწილეობა. სიმღერები შეასრულეს ასევე, ანსამბლ „ივერიის" სოლისტებმა თემურ წიკლაურმა და ნუგზარ კვაშალმა. ჯარისკაცებს საღამო პაროდისტებმაც გაუხალისეს.
ეროვნული გვარდიის ინიციატივით, ჯარისკაცების მხარდამჭერი ღონისძიებები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. უახლოეს მომავალში ეროვნული გვარდია მე-10 კადრირებული ბრიგადის სამხედროებისთვისაც გეგმავს კონცერტის ჩატარებას სენაკში.
მასალის გამოყენების პირობები