დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იაპონიის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღო. მიხეილ დარჩიაშვილმა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ტოშიო კაიტანის, იაპონიის სამხედრო ატაშეს პოლკოვნიკ პიროფუმი ტაკატასა და ატაშეს კოჯიმა იასუჰიროს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მხარეებმა ავღანეთის საერთაშორისო მისიაში საქართველოს ჩართულობისა და პოსტ-ISAF-ის პერიოდში საქართველოს მონაწილეობის საკითხები განიხილეს. შეხვედრისას საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, ასევე საქართველოსა და იაპონიის თავდაცვის უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
დღესვე, იაპონიის წარმომადგენლობითი დელეგაცია შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეხვდა. პოლკოვნიკმა ჩაჩიბაიამ იაპონელ დიპლომატებთან სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილა. ქართული მხარე იაპონიის თავდაცვის სფეროში არსებული გამოცდილებითაც დაინტერესდა.
მასალის გამოყენების პირობები