ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სომხეთის პრეზიდენტისათვის კაზინოში დახარჯული 70 მილიონი ევროს შესახებ დასმული კითხვის გამო, სომხეთის დელეგაციის წევრი ზარუი პოსტანჯიანი დელეგაციიდან გაირიცხება. განცხადება ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ოვიკ აბრამიანმა გააკეთა.
მანვე განაცხადა, რომ პოლიტიკური აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება სულაც არ ამართლებს ადამიანის ცილისწამებასა და შეურაცხყოფას.
თავის მხრივ, ზარუი პოსტანჯიანი აცხადებს, რომ არავითარ სინდისის ქეჯნას თავისი კითხვის გამო არ განიცდის. პოსტანჯიანი სომხეთის ოპოზიციის წარმომადგენელია.
მასალის გამოყენების პირობები