საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სლოვენიაში გაემგზავრა. თავდაცვის მინისტრი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში (SEDM) მიიღებს მონაწილეობას.
აღნიშნულ ფორმატში ქართული მხარე 2006 წლიდან დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის ფორმატი რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობას და მონაწილე ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ემსახურება.
მინისტერიალის ფარგლებში, ირაკლი ალასანია ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ეველინ ფარკასთან და სლოვენიის თავდაცვის მინისტრთან რომან იაკლიჩთან. საუბრის მთავარი თემა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ნატოში ინტეგრაცია და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა იქნება