დღეს ერაყელი დიქტატორის სადამ ჰუსეინი სიკვდილით დასჯიდან ერთი წელი გავიდა. 2006 წლის 30 დეკემბერს სადამ ჰუსეინი და მისი რამდენიმე თანამებრძოლი ჩამოახრჩვეს.
საბოლოო გადაწყვეტილება ერაყის ექს-პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესზე, მოსამართლე რაუფ აბდელ რაჰმანმა გასული წლის 5 ნოემბერს გამოაქვეყნა. მის მიხედვით ჰუსენსა და მის თანამებრძოლებს ჩამოხრჩობით სიკვდილი მიესაჟათ.
საინტერესოა, რომ ერაყელი მოსამართლე რაუფ აბდელ რაჰმანი, რომელმაც ჰუსეინს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა ქვეყნიდან გაიქცა. სამშობლოდან გაქცეულმა რაუფ აბდელ რაჰმანმა პოლიტიკური თავშესაფარი დიდი ბრიტანეთს სთხოვა. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "ალ-ჯაზირა" ავრცელებს.
მოსამართლე ლონდონში ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, ტურისტული ვიზით ჩავიდა, ხოლო თებერვალში ბრიტანეთის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფრი სთხოვა. მას თან მეუღლე და სამი შვილი ახლავს.
როგორც სხვადასხვა წყაროები ვარაუდობენ რაუფ აბდელ რაჰმანის გადაწყვეტილების მიზეზი მისი ოჯახისა და პირადად მის მიმართ არსებული მუქარები უნდა იყოს.