საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად იძულებულნი იქნებიან გადახედონ აზერბაიჯანთან სავაჭრო რეჟიმს, რომელიც ტექნიკური მიზეზების გამო ვერ შეძლებს ამ შეთანხმების ხელმოწერას. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აზერბაიჯანელი ანალიტიკოსების ნაწილი აცხადებს.
მათი განმარტებით, აზერბაიჯანი ამ სამ ქვეყანასთან ერთად ამჟამად სუმის ფარგლებში თავისუფალ სავაჭრო ზონაში შედის, რომელიც ფაქტობრივად არ მუშაობს და ბაქოს აქვს ორმხრივი შეთანხმებები თავისუფალ ვაჭრობაზე.
სამივე ქვეყნის მიერ, ევროკავშირთან შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ შესაძლოა მიიჩნიოს, რომ მათ აზერბაიჯანთან ლიბერალური სავაჭრო რეჟიმი აქვთ. შესაბამისად სამივე ქვეყნის ხელისუფლებას მოწევს გადახედოს აზერბაიჯანთან სავაჭრო ურთიერთობებს, მისი გამკაცრების მიმართულებით.