მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას კოალიცია „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის წლისთავი შეაფასა. "ჩვენი ყველაზე ფუნდამენტური მიღწევა, რაც შეიძლება აღინიშნოს, არის ის, რომ ადამიანი, მოქალაქე გათავისუფლდა ზეწოლისგან, გათავისუფლდა რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისგან, მედია თავისუფალია, ბიზნესში კონკურენტული გარემო იქმნება. თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე გუშინ გვქონდა ერთწლიანი ანგარიშში განვიხილეთ, რაც შეიძლება დამაკმაყოფილებლად და კარგად ჩაითვალოს" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, საპრეზიდენტო და შემდეგ უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ უფრო წინგადადგმული ნაბიჯი იქნება დემოკრატიის გზაზე.
თავდაცვის მინისტრი დღევანდელი ხელისუფლების მთავარ გამოწვევად საგარეო პოლიტიკური უსაფრთხოების საკითხებს მიიჩნევს. ირაკლი ალასანიამ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის მთავრობა ოკუპაციის ზოლში არსებულ მთავარ გამოწვევას საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით გაუმკლავდება.
მასალის გამოყენების პირობები