ქვეყნის მასშტაბით, ინსტიტუციებს შორის, საქართველოს შეიარაღებული ძალების საქმიანობამ ყველაზე მაღალი შეფასება მოიპოვა. მიმდინარე წლის 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში, NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქართული ჯარი, სახელმწიფო უწყებებს შორის, მოსახლეობაში ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს. რესპონდენტთა 12% ჯარის საქმიანობას ძალიან კარგად, 46% - კარგად, 29% - საშუალოდ, 2% - კი, ცუდად აფასებს.
NDI-ის კვლევის თანახმად, ქართველი მინისტრების რეიტინგში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ლიდერობს. რესპონდენტთა 11% ირაკლი ალასანიას საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, 38% - კარგად, 37% - საშუალოდ, 4% - კი ცუდად.
2013 წლის 17 მაისიდან 2 ივნისის პერიოდში, IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის რეიტინგში, ქართულმა ჯარმა, ეკლესიის შემდეგ, ინსტიტუტებისადმი ნდობის საკითხში, ასევე პირველი პოზიცია დაიკავა.
მასალის გამოყენების პირობები