საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კლდეზე ცოცვის სამ სახეობაში ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში სხვადასხვა პერიოდში სპეციალურად ამ სახეობისთვის მომზადებული ჯარისკაცები მონაწილეობდნენ.
კლდეზე ცოცვის ორი სახეობა - ცოცვა 5A/5B სირთულეებით და ტექნიკური ცოცვა ჭიათურაში, კაცხის კლდეზე მიმდინარეობდა, ხოლო მესამე, სწრაფი (სახალისო) ცოცვა მონაწილეებმა საჩხერის ბაზაზე სპეციალურად მომზადებულ ხელოვნურ კედელზე გაიარეს.
ტურნირს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები და თავდაცვის სამინისტროს სპორტის სამსახურის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. გამარჯვებულები კი სირთულეების გადალახვის ხარისხისა და ასპარეზობის დროის მიხედვით გამოვლინდნენ. ტურნირის გამარჯვებული სპეციალური ოპერატიული ძალების სამხედრო მოსამსახურე გახდა.
თავდაცვის სამინისტრომ სპორტის ამ სახეობაში შეჯიბრი პირველად გამართა. საჩვენებელი შეჯიბრის წარმატებით ჩატარების შემდეგ, მომავალში კლდეზე ცოცვაში მასშტაბური ტურნირის ჩატარება დაიგეგმა.
მასალის გამოყენების პირობები