თელავის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურემ რიგითმა არკადი ზაზას ძე იმერლიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ღნიშნულთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს.
თავდაცვის სამინისტროს საგანგებო განცხადებას "ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ:
"თელავის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. რიგითი არკადი ზაზას ძე იმერლიშვილი დათხოვნაში იმყოფებოდა. თუმცა, დღეს მოწყობაზე უნდა გამოცხადებულიყო. ბატალიონის თანამშრომლებმა მას სახლში მიაკითხეს და გარდაცვლილი ნახეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოკვლევა. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. წინასწარი ინფორმაციით სამხედრო მოსამსახურემ თავი მოიკლა. არკადი იმერლიშვილი შეიარაღებულ ძალებში 2012 წლიდან საკონტრაქტო სამსახურში მსახურობს. ის მე-20 კადრირებული ბრიგადის 203-ე ბატალიონის მეკავშირე იყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს,"- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.