ჩეჩნეთში ნაღმის აფეთქების შედეგად შინაგანი ჯარის ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ესრთი კი მძიმედ დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩეჩნეთის რესპუბლიკის აჩხო -მარტანის რაიონის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურეების მიერ ღონისძიებების ჩატარების შედეგად დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. აფეთქების შედეგად ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ერთი კი მძიმედ დაიჭრა. ის ამჯამად ჰოსპიტალიზებულია", _ იუწყება რუსეთის შს და აღნიშნავს, რომ სამხედრო მოსამსახურეები რაიონის იმ ტერიტორიას ათვალიერებდნენ, სადაც რამდენიმე ხნის წინ რამდენიმე საეჭვო ადამიანის მოძრაობა შეინიშნებოდა.