მოსალოდნელ ბუნებრივ სტიქიასთან დაკავშირებით, ყველა სამხედრო ქვედანაყოფში გამოცხადებულია მზადყოფნა, -ამის შესახებ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაცით, საჭიროების შემთხვევაში, თავდაცვის უწყება, ადგილობრივ მოსახლეობას მხარდაჭერასა და დახმარებას აღმოუჩენს. საგანგებო რეჟიმში დაიწყებს მუშაობას საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლობის დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფება.
"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კოორდინირებულად იმუშავებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 4 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის მხრიდან გავრცელებას იწყებს ბალტიის ზღვიდან გადმონაცვლებული ციკლონი, რომელიც გამოიწვევს დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებას, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ დაწევას, დასავლეთ საქართველოში ძლიერ წვიმებს, ზოგან სეტყვას, ზღვის ძლიერ ღელვას და ცალკეულ მდინარეებზე ძლიერ წყალმოვარდნებს. გააქტიურდება ღვარცოფი და მეწყერსაშიში უბნები",-აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.