დღეს, 27 აგვისტოს, 12 საათზე, „ქორთიართ მერიოტში" შპს „ქართული კვების კომპანიის" მენეჯმენტი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდება. ძირითადი სასაუბრო თემა კომპანიის მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ მიმდინარე პროცესებზე, სამომავლო გეგმებსა და ტენდერებზე იქნება.
მისამართი: სასტუმრო „ქორთიართ მერიოტი", თავისუფლების მოედანი N4.