მე-12 ბატალიონის სამხედროებმა მოწინავე მეთვალთვალეებისა და 60 მმ-იანი ნაღმმტყორცნების ერთობლივი სწავლება გაიარეს. წვრთნის პირველი ნაწილი ერთი თვის განმავლობაში ეროვნულ სასწავლო ცენტრი "კრწანისში" მიმდინარეობდა. დღეს სწავლების დასკვნითი ეტაპი გაიმართა, რომელშიც მე-12 ბატალიონის ალფა ასეული მონაწილეობდა. წვრთნის შემდეგი ეტაპი ნოემბრამედე გაგრძელდება. სწავლება ნატოს ოპერატიული თავსებადობის და შესაძლებლობების შეფასების პროგრამის (OCC E&F) ფარგლებში ხორციელდება. მის მიზანი ბატალიონის ნატოს ოპერაციებში მონაწილეობისთვის მომზადებაა.
მასალის გამოყენების პირობები