ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტს სტუმრობდა. ირაკლი ალასანიამ ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის (CACI) ფორუმზე გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე განხილვის თემა "საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება და კავკასიის რეგიონის უსაფრთხოება" იყო. ფორუმს მოდერატორობას ცენტრის ხელმძღვანელი, დოქტორი ფრედ სტარი უწევდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის საჯარო გამოსვლა ორი საათის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ირაკლი ალასანიამ ვრცლად ისაუბრა თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე და ახალი მთავრობის პრიორიტეტებზე.
მასალის გამოყენების პირობები