დღეს სადაზვერვო ქვედანაყოფების ტაქტიკური სწავლება იწყება.
წვრთნები შეიარაღებული ძალების 2013 წლის საბრძოლო მომზადების გეგმის თანახმად 25 აგვისტომდე გაგრძელდება.
სწავლება საგარეჯოსა და გურჯაანის რაიონებში ჩატარდება და მასში მონაწილეობას ქვეითი ბრიგადების ცალკეული სადაზვერვო ასეულების პირადი შემადგენლობა მიიღებს.
წვრთნების პერიოდში 4 სადაზვერვო ასეული პრაქტიკულ მეცადინეობებს ჩაატარებს და მომზადების დონეს დახვეწს. სწავლების ფარგლებში, მეთაურები დაზვერვაში მოქმედებისას ქვედანაყოფების მართვის პრაქტიკას გაიღრმავებენ.