ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე გაიმართა „ტაქტიკური სწავლება - საბრძოლო სროლებით".სწავლებაში მონაწილეობა მიიღეეს I საარტილერიო ბრიგადის 122 მილიმეტრიანი BM-21-ის ბატალიონმა და LAR 160-ის ბატარეამ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, სამხედრო სწავლებას გაერთიანებული შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილე პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი დაესწრნენ.
სწავლება ერთ ეტაპად ჩატარდა და მიზნად ისახავს საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას თავდაცვითი ოპერაციების საცეცხლე მხარდაჭერის უზრუნველყოფისთვის. სწავლების დასრულების შემდეგ კი ქვედანაყოფის საბრძოლო მომზადების სტატუსის განსაზღვრა მოხდება.