11 აგვისტოს, 12:00 საათზე გორში, სსიპ გორის ჰოსპიტლის ტერიტორიაზე აღინიშნება სამხედრო ექიმის დღე.
ღონისძიებას დაესწრება საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.
თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, გორის ჰოსპიტალს 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული ექიმის გიორგი აბრამიშვილს სახელი მიენიჭება.