"ბოლო წლების განმავლობაში სერჟანტების მომზადების კუთხით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, სერჟანტების კორპუსი ჩენი შეიარაღებული ძალების ხერხემალია,"- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სერჟანტთა კორპუსის ახალი ხელმძღვანელის - მაიორ ლაშა დავითაძის წარდგენის ცერემონიაზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, "სწორედ სერჟანტებზეა დამოკიდებული, რამდენად გაწვრთნილი და მობილიზებული იქნება ქართული არმია და სწორი წვრთნების შემდეგ, მომავალში სწორედ მათზეა დამოკიდებული რამდენად აარიდებენ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ბრძოლაში განსაცდელს".
"მე მინდა განსაკუთრებულად მოგესალმოთ სერჟანტთა სკოლის წარმომადგენლებს. დღევანდელი დღე ნიშანდობლივია იმით, იცვლება მეთაური, ჩვენი სკოლის ხელმძღვანელი. საქართველოს მთავრობა და თავდაცვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ სერჟანტებს წვრთნებისთვის და პროფესიული ამოცანებისთვის შეექმნათ პირობები. ჩვენ დაბა კოჯორში სერჟანტებისთვის ახალი მომზადების ცენტრის მშენებლობა და შექმნა დავიწყეთ. როგორც ვაკვირდებით, სამუშაოები გეგმით დასრულდება და სერჟანტებს შესაძლებლობა მიეცემათ ახალ, უკეთეს პირობებში გააგძელონ ჩვენი ჯარის მომზადება,"- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.