ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ეროვნული თავდაცვის აკადემიის მანევრის საკარიერო კურსის მასშტაბური საველე სწავლება გაიმართა. წვრთნის დასახელებაა „მექანიზირებული ასეულის მოქმედება დასახლებულ პუნქტში". სწავლებაში მონაწილეობას იღებენ მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის მსმენელები, მეოთხე ქვეითი ბრიგადის ერთი მექანიზირებული ასეული და მეოთხე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული სატანკო ოცეული.
მანევრის კაპიტნის საკარიერიო კურსის მიზანია ქვეითი და ჯავშნსატანკო ბატალიონის, ბრიგადის შტაბის ოფიცრებისა და ასმეთაურების მომზადება. ამ კურსის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეს შესაძლებლობა ეძლევა დაიკავოს შესაბამისი თანამდებობა დანაყოფში.
კურსზე სამხედრო მოსამსახურეები სხვადასხვა ქვეითი ბრიგადებიდან არიან მივლინებული. კურსის ფარგლებში, თეორიული მომზადების შემდეგ ისინი ასეულის მართვას და საბრძოლო ამოცანის შესრულებას დამოუკიდებლად შეეცდებიან. სწავლების დასრულების შემდეგ მოხდება მსმენელების ინდივიდუალური შეფასება. მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსი 8 ნოემბერს დასრულდება.