საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალსანიას შეფასებით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციამ სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ იომა და ოკუპაცია დღესაც გრძელდება".
მინისტრის თქმით, "თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ შტაბში შექმნილი კომისია უკვე სწავლობს და აანალიზებს არა მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომს, არამედ ბოლო წლებში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებს".
"აღნიშნლი კომისიის მუშაობის შედეგები მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც ის მუშაობას დაასრულებს. ეს კომისია აანალიზებს ტაქტიკურ-ოპორატიულ დონეზე, ასევე სტრატეგიული გადაწყვეტილებების ანალიზიც მოხდება და ეს გახდება საფუძველი ჩვენი სწორი თავდაცვითი სტრატეგიის შესამუშავებლად. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ მომავალში ასეთი შეცდომები აღარ გავიმეოროთ. მე ვერ დავასწრებ მოვლენებს, უნდა დაასრულოს ამ კომისიამ შესწავლა და შემდეგ ხელმისაწვდომი იქნება შედეგები საზოგადოებისათვის. ამ კომისიის მიზანი არის სამხედრო ასპექტების შესწავლა. როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები ოპერატიულ-ტაქტიკურ და სტრატეგიულ დონეზე, რა ვერ შეძლო ქართულმა შეარაღებულმა ძალებმა და რა იყო ამის მიზეზი. თუკი გამოვლინდა კონკრეტული ბრალეულობა, ამას უკვე სამართალდამცავები განიხილავენ. კითხვაზე- თუ ვინ დაიწყო ომი და როგორ დაიწყო ომი, ამაზე პასუხი გაცემული აქვს საქართველოსაც და საერთაშორისო თანამეგობრობასაც. ეს იყო რუსეთის აგრესიული ომი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ და დღესაც გრძელდება ოკუპაცია. ამ საკითხებში სიცხადე არსებობს როგორც ჩვენში ასევე საერთაშორისო თანამეგობრობაში. კომისიის მუშაობაში და კონკრეტული საკითხების განხილვაში ექსპერტებიც ჩაერთვებიან,"- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.