8 აგვისტოს, 12:30 საათზე მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.
8 აგვიტოს, 14:00 საათზე ოკუპაციის მუზეუმში მოეწყობა აგვიტოს ომის ამსახველი ფოტო გამოფენა. გამოფენას საქართველოს თავდაცვის მინისტრი გახსნის. ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრებიან.
8 აგვისტოს, 17:30 საათზე გორის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის მიღების ცერემონია. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.