საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის გაგრძელების სურვილს სულ უფრო მეტი სამხედრო მოსამსახურე გამოთქვამს. შიდა გამოკითხვის მიხედვით, 2013 წლის ივნისის მონაცემებით, ხელახალი კონტრაქტის გაფორმების სურვილი 90.60%-მა გამოთქვა. მაშინ რიდესაც, 2012 წლის ივნისის მონაცემებით, ახალი კონტრაქტი 71.40%-მა გააფორმა. 2009 წლის ივნისის მონაცემებით, კონტრაქტის გაგრძელების მსურველი 64.80% იყო.
ხუთი წლის მონაცემების მიხედვით, შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტი ყველაზე მინიმალური პროცენტული მაჩვენებლით 2008 წლის დეკემბერში მხოლოდ 47.80%-მა გააგრძელა.
მასალის გამოყენების პირობები