2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ბავშვები სანაყინე „ანგელატო"-ში იმყოფებოდნენ. დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებსა და ბავშვებს სხვადასხვა სახის ნაყინით გაუმასპინძლდნენ. სპეციალურად მიწვეულმა ანიმატორებმა მათ გასართობი პროგრამა წარუდგინეს. ბავშვებს სანაყინეში საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილე პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია შეხვდნენ.
ღონისძიება თავდაცვის სამინისტროსა და სანაყინეს ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები