მეხუთე ქვეით ბრიგადაში სამხედროების გადამზადების პროგრამა მიმდინარეობს. ბრიგადის შტაბის დაგეგმარებით, სამკვირიანი საველე სწავლება უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული.
სამხედროები დღისა და ღამის პირობებში, მაღალმთიან რელიეფზე სხვადასხვა სახის ტაქტიკურ ამოცანებს ასრულებენ. თითოეული სამხედრო მოსამსახურე სპეციალური სტანდარტების მიხედვით ფასდება. სამი კვირის მანძილზე სამხედროები მაღალმთიან რელიეფზე გადაადგილების მეთოდებს, ტოპოგრაფიას, მარშირებას და ისეთ ტაქტიკურ ამოცანებს ასრულებენ, როგორიცაა კონტაქტზე რეაგირება, ჩასაფრება და რეიდი. მეხუთე ქვეით ბრიგადაში სამხედროების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნისთვის ანალოგიური წვრთნები პერმანენტულად ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები