ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში" ქართველ ინსტრუქტორთა გადამზადების პროგრამა დაიწყო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ოთხი სასწავლო კურსია დაგეგმილი: უმცროს ოფიცერთა მომზადების, მცირე ქვედანაყოფის ლიდერის, საბრძოლო მონადირისა და ფორმალური ინსტრუქტორის.
თითოეული სასწავლო პროგრამა სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. ქართველ ინსტრუქტორთა გადამზადების პროგრამა ამერიკელი საზღვაო ქვეითების დახმარებით პირველად ხორციელდება.
სამხედროთა ჯგუფი გადამზადების შემდეგ ეროვნულ სასწავლო ცენტრში მივლენილ სამხედრო მოსამსახურეებს გაწვრთნიან. სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს, ძირითადი ყურადღება ტაქტიკურ მეცადინეობებს დაეთმობა.