საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში სამხედრო პოლიციელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ვიცე-პოლკოვნიკმა რიჩარდ კრევიერმა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კახაბერ ჩიხრაძემ დეპარტამენტის ინსპექტორები მადლობის სერთიფიკატებით დააჯილდოვეს. სამხედრო პოლიციელებს ჯილდო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ერთობლივი პატრულირებისთვის და თანამშრომლობისთვის გადაეცათ.
ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები და საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები