დღეს, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში" ისტორიკოსი და დრამატურგი გურამ ქართველიშვილი იმ სამხედროებს შეხვდა, რომლებიც ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა სამხედროებს საქართველოს მეფე გიორგი XI-ის შესახებ ლექცია წაუკითხა. შეიარაღებულ ძალებში მსგავსი საჯარო ლექცია უკვე მესამედ, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეგობართა საზოგადოების ფარგლებში, განხორციელდა. საჯარო ლექციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო. საჯარო ლექციის თემა სპეციალურად შეირჩა, გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი XI XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის მიჯნაზე ირანის შაჰის დავალებით ავღანეთში იბრძოდა. მისი ავღანეთში ბრძოლის პერიოდში კი ირანი შეთანხმებისამებრ საქართველოს თავს აღარ ესხმოდა. შეიარაღებული ძალების მეგობართა საზოგადოების მხარდაჭერით წლის ბოლომდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კიდევ არაერთი შეხვედრაა დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები