თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მალიში ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში ქართველების მონაწილეობაზეც ისაუბრა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, მოლაპარაკებები დაწყებულია და ახლო მომავალში გაირკვევა, რა ფორმით ჩაერთვება საქართველო აღნიშნულ მისიაში: „მალიში მოლაპარაკებები ევროკავშირის უსაფრთხოების სტრუქტურებთან უკვე დაწყებულია. რამდენიმე შეთანხმება გვაქვს ხელმოსაწერი. ეს ეხება საიდუმლოების გაცვლის რეჟიმს, რათა ჩვენს სამხედროებს იქ არსებული სტანდარტებით ოპერირების საშუალება ჰქონდეთ. ამიტომ, ჯერ ეს დოკუმენტებია მოსამზადებელი. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად იმუშავებს ევროპული ბიუროკრატია. ჩვენ რამდენიმე ვარიანტი წარვუდგინეთ, განაღმვის ექსპერტი, შტაბში მეკავშირე ოფიცერი შევთავაზეთ. მოლაპარაკების დასრულებას ველოდებით, რის შემდეგაც ორმხრივ გადაწყვეტილებას მივიღებთ." - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები