საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჯარის აპოლიტიკურობაზე ისაუბრა.
„ველოდებით საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც უკვე არაერთხელ აღნიშნა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, სხვა ლიდერებმა, რომ ჩატარდება სამაგალითოდ. მე როგორც თავდაცვის მინისტრი, ვიქნები გარანტი იმისა, რომ შეიარაღებული ძალები იქნება აპოლიტიკური. განსხვავებით წინა არჩევნებისგან, ვერავინ ვერ მოსთხოვს და ვერ დააძალებს ჯარისკაცებს, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, მმართველ გუნდს მისცეს ხმა. ამასთან დაკავშირებული რამდენიმე ქმედება, ინსტრუქცია უკვე გაცემულია შეაიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაზე. ასევე ვემზადებით ჩავატაროთ არჩევნები რთულ რეგიონში, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში. მინდა გითხრათ და სრული გარანტია მოგცეთ თქვენ, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, რომ გარანტირებული იქნება შეიარაღებული ძალების მიუკერძოებლობა, აპოლიტიკურობა. ყველა ჯარისკაცი მისცემს ხმას საკუთარი შინაგანი ნების მიხედვით. თუ კი ვინმე დააძალებს მათ, რაიმე სახის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს, ის ადამიანი იქნება სისხლის სამართლის პასუხიგებაში მიცემული", - განაცხადა მინისტრმა