საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს 2014 წლის შემდეგ ავღანეთიდან ქართველი ჯარისკაცების გამოყვანის პროცესზე ისაუბრა.
„რაც შეეხება მისიის კორექტირებას, ეს ალბათ საქმეში ჩაუხედავი ადამიანების განცხადებაა, იმიტომ, რომ მისია უკვე განსაზღვრულია. მისიის შესრულებას ჩვენ ვაპირებთ ბოლომდე, როგორც პასუხისმგებლობით სავსე სახელმწიფო და შეიარაღებული ძალები. საქართველოს შეიარაღებული 2014 წლის ბოლოს სრულად დტოვებს ავღანეთს და ამის შემდეგ დაგეგმილ მისიაში უკვე სრულად, შინაარსობრივად ახალ მისიაში მივიღებთ მონაწილეობას. დეტალები მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში იქნება განსაზღვრული.
ოქრომბრის თვეში ISAF - ის მინისტრებს, ნატოს სამხედრო სარდლობა გააცნობს ოპერატიულ გეგმას. გამოყვანის ფაზები, რა რაოდენობის ჯარი იქნება მობილიზებული 2014 წლის შემდეგ მისიაში და როგორი იქნება მისიის კონკრეტული ამოცანა.
ვიცით, რომ ქართული კონტიგენტისთვის მისია არასაბრძოლო იქნება, უფრო დეტალურად ამ თემაზე საუბარი, ოქტომბრის მინისტერიალის შემდეგ შეგვეძლება."