რუსეთი მიმდინარე წლის ბოლოსათვის აფხაზეთს 1,1 მილიარდ რუსულ რუბლს (30 მლნ. აშშ დოლარზე მეტი) გამოუყოფს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის რწმუნებულმა სამხრეთ-კავკასიის ფედერალურ ოლქში ალექსანდრე ხლოპონინმა სოხუმში ყოფნისას გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ 2010 დან 2012 წლამდე „აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარების გეგმის" ფარგლებში აფხაზეთისათის 10,9 მილიარდი რუბლი (300 მლნ. აშშ დოლარზე მეტი) იყო გამოყოფილი. 2005 წლიდან კი რუსეთის მიერ აფხაზეთისათის გამოყოფილმა თანხამ 16 მილიარდი (დაახლლოებით 500 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა.
„მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო რუსეთის პრეზიდენტისა და მთავრობის თავმჯდომარის სიტყვები, რომ ჩვენ ყველანაირად მხარს ვუჭერთ აფხაზეთის პრეზიდენტს და მის პროფესიონალ გუნდს და გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ რესპუბლიკა რაც შეიძლება მალე აღდგეს", _ განაცხადა ხლოპონინმა.
მასალის გამოყენების პირობები