ოსმა სეპარატისტებმა გორის რაიონის სოფელ ბერშუეთიდან 49 წლის გურამ გიგინეიშვილი გაიტაცეს. გიგინეიშვილი ყანაში მუშაობის დროს დააკავეს და საკუთარი მანქანით ოსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ ორი სეპარატისტი სამოქალაქო ფორმაში იყო ჩაცმული და თან იარაღი ქონდათ. მომხდარზე ინფორმირებულია გორის პოლიციის სამმართველო. გიგინეიშვილის ადგილსამყოფელის დასადგენად მიმდინარეობს სამუშაოები.
მასალის გამოყენების პირობები