დღეს, 10 ივლისს, 18:00 საათზე, თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სერჟანტთა საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრებიან.
მისამართი: ქ. თელავი, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზა.