საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დღეს გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს თომას კოსენდაის შეხვდა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურის განახლების კუთხით გრძელვადიან პერიოდში თანამშრომლობაზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანულ მხარეს თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ISAF-ის ოპერაციაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობაზე და პოსტ-ISAF პერიოდში საქართველოს როლზე.
დღესვე, გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე თომას კოსენდაი სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მოხსენებას წაიკითხავს თემაზე - "შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლი დემოკრატიულ საზოგადოებაში - გერმანიის გამოცდილება."
მასალის გამოყენების პირობები