ლიტვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „აღმოსავლეთ პარტნიორობა".
თავდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვიდა პირველ პანელში „ევროკავშირი, როგორც მეზობელ რეგიონში უსაფრთხოების გარანტი". კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს ევროკავშირის უსაფრთხოების თემატიკაზე და საქართველოს წვლილზე ამ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. „საქართველოს ინტეგრაციის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ყველა წარმოდგენილი სახელმწიფოსათვის. დარწმუნებული ვარ, ლიტვის პრეზიდენტობის 6 თვიან პერიოდში საქართველოს საკითხი სამიტისთვის მომწიფებული იქნება და გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული. ჩვენ გვინდა რომ ამ დროისთვის ასოცირების შეთანხმება იყო ს მომზადებული და ვაჭრობის შესახებ ჩვენი ხელშეკრულება პარაფირებული. ასევე ვისაუბრეთ ვიზების ლიბერალიზაციის თემაზე".
„აღმოსავლეთ პარტნიორობის" კონფერენცია ლიტვის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ვილნიუსში 2-3 ივლისს გაიმართა. სემინარში მონაწილეობდნენ მაღალი რანგის პოლიტიკოსები ევროკავშირიდან და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" 6 ქვეყნიდან.
ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართავს.