დღეს, 30 ივნისს, სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა სრულდება. სავალდებულო სამსახურში გაწვევას 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები ექვემდებარებიან.
საგაზაფხულო გაწვევაზე 1 650-მდე წვევამდლს გაიწვევენ, რომელთაგან, 600-ის თავდაცვის სამინისტროში, 670-ის- შსს-ში, 365-ის კი - სასჯელაღსრულების სამინისტროში. გამოუცხადებლობა სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების მიზნით, გამოიწვევს 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია გაწვევის 18 თვით გადავადება, რისთვისაც მსურველს 2 000 ლარის ოდენობის მოსაკრებელის გადახდა მოუწევს.