1-ელ ივლისს, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების დახურული სხდომა გაიმართება. სხდომაზე დეპუტატები სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მასალებსა და ასევე, სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებზე იმსჯელებენ.
„ეს იქნება დახურული სხდომა, სადაც რეგლამენტის მიხედვით დაესწრებიან კომიტეტის წევრები და ასევე ყველა ის პარლამენტის წევრი, რომელსაც სურვილი აქვს დაესწროს აღნისნულ დახურულ სხდომას,"- განაცხადა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები