,,სწორია, რომ შსს ვიდეო მასალები დიპლომატებს, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს გააცნო", _განაცხადა ჟურნალისტებთან თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალსანიამ და აღნიშნა,რომ უნდა განადგურდეს ისეთი მასალები, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებს შეიცავს.
,,ეს იყო კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ინსტიტუტი აქედან გამომდინარე სწორი იყო, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც გაუმჟღავნეს დეტალები და ასევე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დაცული იყო ყველა ის ნორმა, რომ პერსონების იდენტიფიცირება არ მომხდარიყო", -განაცხადა ალასანიამ.