ეროვნულ გვარდიაში სწავლება "Shared Horizons"-ის ძირითადი ფაზა მიმდინარეობს. სახელმწიფო უწყებათაშორისი ერთობლივი სწავლების მონაწილეები სტიქიური უბედურების შედეგების სწრაფად აღმოფხვრის მექანიზმზე ერთობლივად მუშაობენ. შექმნილია კრიზისების მართვისა და საველე ოპერატიული ცეტრი, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებითაა დაკომლექტებული. კრიზისული სიტუაციის ლიკვიდირების გეგმის შედგენა და განხორციელება უწყებებს შორის ერთმანეთთან კოორდინირებით ხდება.
სტიქიური უბედურების ადგილად აჭარის რეგიონია შერჩეული, სადაც სცენარის მიხედვით მიწისძვრის შედეგად შენობები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობებია დაზიანებული. უწყებების ერთიანი მოქმედების შედეგად, უმოკლეს დროში უნდა მოხდეს დაზიანებების ლიკვიდირება და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა.
სცენარის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ევაკუირებული მოსახლეობის საველე ბანაკ სორტაში დროებით განთავსება უზრუნველყვეს; საინჟინრო ქვედანაყოფმა კინტრიშსა და ჩაქვში დანგრეული ხიდები აღადგინა. თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა რუქა, სადაც ძირითადი და სათადარიგო მარშრუტებია დატანილი და დაზარალებული ხალხის ევაკუაციისათვის უმოკლეს ვადებში იქნება გამოყენებული.
"Shared Horizons 2013"-ს უშუალო მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატების სარდლობა და აშშ-ის ევროპის სარდლობა ახორციელებს. სწავლებას თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები ხელმძღვანელობენ. ტრენინგს აშშ-ის სარდლობისა და ამერიკის ეროვნული გვარდიის წევრები ესწრებიან. მასში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებიც მონაწილეობენ.