საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, დამოუკიდებლობისათვის, ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ყველა გმირის ოჯახი, დაწყებული აფხაზეთის საბრძოლო მოქმედებებიდან და დასრულებული დღეს მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებით მიიღებენ ყოველთვიურად 1000 ლარს, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. მისივე ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი ნაცვლად 15 000-სა მიიღებს 100 000 ლარს ერთჯერად დახმარებას.
„ჯარისკაცი თავისი სიცოცხლის ფასად იცავს სამშობლოს. სამშობლომ უნდა დაიცვას მისი ოჯახი. სახელმწიფოს ღირსების საქმეა, ღირსეულად დააფასოს ყველა ის გმირი, ჩვენი შვილები თუ მამები, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთალიანობისათვის თავი გაწირა.
სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს, როდესაც ჩვენი შვიდი გმირი მივაბარეთ მიწას, მე გაცნობთ საქართველს პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, რომელსაც საქართველოს მთავრობამ დაუჭირა მხარი ჩვენი გმირი ბიჭების ოჯახების მხარდაჭერის შესახებ.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისათვის, ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ყველა გმირის ოჯახი დაწყებული აფხაზეთის საბრძოლო მოქმედებებიდან და დასრულებული დღეს მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებით მიიღებენ ყოველთვიურად 1000 ლარს.
ეს ცვლილება განხორციელდება ორ ეტაპად. დაიწყება 2014 წელს და 2015 წელს დასრულდება. ასევე ცვლილებები შედის კანონში "სამხედრო მოსამსახურის შესახებ". ამიერიდან, საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი ნაცვლად 15 000-სა მიიღებს 100 000 ლარს ერთჯერად დახმარებას.
საქართველოს შეიარაღებული ძალების დევიზია - სამშობლო, ღირსება, ერთგულება. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ღირსეულად დაფასდდნენ ის გმირები, ვინც ჩვენს სამშობლოს ბოლომდე უერთგულა", - . განაცხადა ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები