დღეს, 13 ივნისს, ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურებს დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონიას საქარველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.
ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, შვიდი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა - კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე, კაპრალი გიორგი ადამოვი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, რიგითი ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი, პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი.