,,ჯარის კვების თემა არ არის ხელწამოსაკრავი საკითხი", -განაცხადა ჟურნალისტებთან პარალმენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ქუთაისში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ის ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებას მიესალმება.
,,ჩვენ უნდა გადავიდეთ ახალ სტანდარტზე. ჯარის კვების თემა არ არის ხელწამოსაკრავი საკითხი. ეს არის სერიოზული საქმე, რომელიც ჯარისკაცების უსაფრთხოებას უკავშირდება და ის რესური, ფინანსები, რაც ჩადებულია ჩვენი ჯარისკაცების ჯანმრთელობაში, მომზადებაში შეიძლება წყალში გადაიყაროს ერთი არასწორი კვების პროცესით. ამიტომ ბატონ ირაკლის მკაცრი რეაქცია ჩემთვის მისაღებია", _განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე საკვებით 11 ჯარისკაცი მოიწამლა, რის გამოც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჯარისკაცების კვებაზე პასუხისმგებელი პირი თანამდებობიდან გაათავისუფლა.