ნატოს სარდლობა, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოთხოვნით, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დისლოკაციის ადგილის შეცვლაზე მუშაობს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უშიშრობის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
"ნატო-ს სარდლობის მხრიდან დაწყებულია ძალიან სერიოზული სამუშაოები საქართველოს შეიარაღებული ძალების მოთხოვნით, რომ ჩვენი სამხედროებისთვის შერჩეულ იქნას დისლოკაციის კონკრეტული ადგილები და მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. აქვე ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ ჩვენ საომარ მოქმედებებზე ვართ, აქედან გამომდინარე, ასპროცენტიანი გარანტია იმისა, რომ მომავალში არ იქნება ინციდენტები, არ გვაქვს, თუმცა ჩ ადამიანურად შესაძლებელი ყველა ზომა მივიღეთ ამისგან დასაცავად", - განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ ნატო-ს სარდლობამ შესაბამისი გადაწყვეტილებები საქართველოს შეარაღებული ძალების მოთხოვნით მიიღო.