თავდაცვის სამინისტრო სენაკის სამხედრო ბაზიდან დაკარგული სამხედროს შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ უცვლელად:
„8 ივნისს სამხედრო მოსამსახურემ კაპრალმა ლევან შაკაიამ თვითნებურად დატოვა სენაკის სამხედრო ბაზა. ორდღიანი ძიების შემდეგ გუშინ საღამოს სამხედრო იპოვეს. ლევან შაკაია სამხედრო პოლიციამ სახლისკენ მიმავალ გზაზე შეამჩნია.
საქართველოს შეიარაღებული ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების 174-ე მუხლის თანახმად, სამხედრო, რომელიც სამხედრო ნაწილს დატოვებს და ქვედანაყოფში ორი დღე-ღამის ვადაში დაბრუნდა, დისციპლინური წესით დაისჯება. 48 საათის შემდეგ, სამხედრო ბაზაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება", - ნათქვამია განცხადებაში. .