სენაკის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცი დაიკარგა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში მცხოვრები 27 წლის ლევან შაკაია ბოლოს სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში ნახეს, რის შემდეგ გაუჩინარდა.
დაკარგული ჯარისკაცების ახლობლები სამხედრო პოლიციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ შაკაია ბაზის ტერიტორიიდან არ გასულა, თუმცა მისი პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ლევან საკაია რვა წელია, რაც სამხედრო სამსახურში მსახურობს.
მასალის გამოყენების პირობები