ISAF-ის სარდლობა და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელმაც ბრიუსელში ვიზიტი შეწყვიტა და მომხდარის გამო ავღანეთში ჩაფრინდა დაღუპულთა საქართველოში გადმოსვენების პროცედურებსა და ვადებს ათანხმებენ.
საქართველოს თავდაცვის სამინიტროში, დაღუპული ქართველი ჯარისკაცებისთვის სათანადოდ პატივის მიგების მიზნით, სპეციალური ჯგუფი მუშაობს.
სამინისტრო დღის განმავლობაში გაავრცელებს საგანგებო ინფორმაციას, დაღუპული ჯარისკაცების ჩამოსვენების ზუსტი დროისა და პატივის მიგების სხვა ღონისძიებების შესახებ.
ჩრდილოატლანტიკური ალიანის სამდივნო აზუსტებს დელეგაციის შემადგენლობას, რომელიც ავღანეთში, ჰელდმანის პროვინციაში დაღუპულ ქართველი ჯარისკაცების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრება.