ჰოლივუდის ვარსკვლავი კირა ნაითლი თბილისშია. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი თბილისში მეგობართან ერთად ჩამოვიდა, რომელიც საქართველო-რუსეთის ომის შესახებ ჯერ კიდევ უსათაურო ფილმში მთავარ _ ამერიკელი ჟურნალისტის როლს თამაშობს.
ნაითლი თბილისში სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს დარჩება და ფილმის გადაღების პროცესს დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ ფილმის, რომლის სავარაუდო სახელწოდება "GEORGIA" ან სისხლიანი აგვისტო" იქნება, გადაღებები საქართველოში უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინ დასრულდა ჰოლივუდის ვარსკვლავის, ენდი გარსიას გადაღებები, რომელიც აღნიშნულ ფილმში საქართველოს პრეზიდენტის როლს თამაშობს.